მეუფე იაკობი ნიკა მელიაზე: უცხოელებისთვის ვერც განდი გახდა, ვერც მანდელა და ვერც სერვანტესი

“როგორც სიტუაციამ გვიჩვენა ვერც განდი გახდა უცხოელებისთვის, ვერც ნელსონ მანდელა და მით უმეტეს, ვერც სერვანტესი”, – ამის შესახებ ბოდბელმა ეპისკოპოსმა, მეუფე იაკობმა “ნაციონალური მოძრაობის” ლიდერზე, ნიკა მელიაზე საუბრისას განაცხადა.

რაც შეეხება მელიას დაკავების შემდეგ განვითარებულ პროცესებს, მეუფე იაკობი არ ფიქრობს, რომ ქუჩაში მასშტაბური აქციები იმართება.

“ჩემი აზრით, თუ დაჭერა უნდოდათ, ძალიან ბევრჯერ შეეძლოთ დაეჭირათ. დიდი ხანი გავიდა 20 ივნისის მერეც, სამაჯური რომ მოისროლა, იმის მერეც. ოპოზიცია იმაზე მიდიოდა, რაც უფრო მეტ შეცდომას დაუშვებს ხელისუფლება, ფიქრობდნენ, რომ მთავარია უცხოეთში დასაყრდენი იპოვონ, სინამდვილეში ჩვენს ქვეყანაში დასაყრდენი გაერთიანებულ ოპოზიციასაც არ აქვს. იმას არ ვამბობ, რომ მთავრობას აქვს და ხელისუფლებას. მე ვფიქრობ, რომ პროკურატურას არ უნდა შეეტანა პარლამენტში, მერე პარლამენტარებს არ უნდა გაეკეთებინათ ეს, არც 88 კაცს არ უნდა მიეცა ყველას ხმა, სინოდში არის ხოლმე განსხვავებული აზრი და პარტიაში როგორ უნდა ჰქონდეს ყველას ერთი აზრი, მერე სასამართლო იყო. გარედან როცა უყურებ პროცესებს, ცოტა ცუდად ჩანს. „ვერ დამიჭერთ, ვერ დამიჭერთო“, სხვებიც გამოდიოდნენ და „არ გაგატანთ, აბა მოდითო“, მოხდა ისე რომ მივიდნენ. კარგად ვნახე, რომ ოპოზიციის ზოგიერთი ლიდერი გარბოდა იქიდან და დაიჭირეს მელია. პროკურატურამ ახლა თქვა და ესეც ცოტა გაურკვეველი იყო ჩემთვის, თუ გადაიხდის გირაოს გავუშვებთო, ამას მსოფლიო ხომ უყურებს, თუ არ გადაიხდის როგორ შეხედავენ, ლიდერად შეხედავენ? ხომ არ შეხედავენ ლიდერად. ასე რომ ნიკას დაჭერით, თუ მანამდე აგორდა რაღაცა, როგორც სიტუაციამ გვიჩვენა ვერც განდი გახდა უცხოელებისთვის, ვერც ნელსონ მანდელა და მით უმეტეს, ვერ სერვანტესი. როგორც ყოველთვის არც ერთი ლიდერი არ დაზიანდა ამ დაკავების დროს, ისევე როგორც 20 ივნისს. ეგ არის მასშტაბური აქცია? უცხოეთი ცოტა ხანში მოჰკითხავს ამათ, თუ არ გადაიხდის მელია, უცხოეთისთვის აღარ იქნება გონიერი პოლიტიკოსი, არ შეხედავენ ასე, ვიცი ამერიკაც როგორ უყურებს და ევროპაც როგორ უყურებს. მოვიდნენ და დავილაპარაკოთ, დიდი შერიგება მოხდეს, ისე არაფერი არ გამოვა. მასშტაბურ აქციებზე ვერ გადავა საქმე, იმიტომ რომ ხალხის განწყობა ვიცი.

ვთავაზობდი ხშირად, რომ ეკლესია ყოფილიყო ის ადგილი, ხომ არ ვეუბნებოდით, რომ ფასილიტატორებთან შეეწყვიტათ ურთიერთობა. მოსულიყვნენ ჩვენთან რომ შერიგებულიყვნენ, რომ ადამიანურად როგორც ქართველი ქართველს დაელაპარაკონ.

ახალ პრემიერზე რომ მეკითხებით, იცით ჩემი და მისი ურთიერთობა. ძალიან ახლო ურთიერთობები გვქონდა ყოველთვის და მიმაჩნია, რომ ყველაზე წარმატებული პრემიერი იყო. თუნდაც მელიას გადაწყვეტილება რომ მიიღო მძიმე გადაწყვეტილებაა, რა თქმა უნდა, სახელმწიფოს უნდა მიხედონ“, – განაცხადა მეუფე იაკობმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები