ნიკოლოზ მჭედლიშვილი: არ მინდა, დავაკნინო, თუმცა, ვიტყვი, რომ ოპოზიციის დღევანდელ აქციაზე დასავლეთ საქართველოს დიდი პანაშვიდის ოდენობის ხალხი მივიდა
“არ მინდა, დავაკნინო, თუმცა, ვიტყვი, რომ ოპოზიციის დღევანდელ აქციაზე დასავლეთ საქართველოს დიდი პანაშვიდის ოდენობის ხალხი მივიდა”, – ამის შესახებ ექსპერტი, ნიკოლოზ მჭედლიშვილი სოციალურ ქსელში წერს.
მისი თქმით, ოპოზიციასაც რცხვენია უკვე, პარლამენტის წინ არ გაჩერდნენ დიდხანს, სადაც სივრცეს ვერ ავსებენ.
,,კახეთსა და აღმოსავლეთ საქართველოში, ზოგადად, პანაშვიდებზე უფრო ნაკლები ხალხი დადის, ვიდრე – დასავლეთ საქართველოში. ესეთია ტრადიციები ჩვენს ქვეყანაში…
ხოდა, ოპოზიციის დღევანდელი აქცია არ მინდა, დავაკნინო და ვიტყვი, რომ დღევანდელ საპროტესტო აქციაზე დასავლეთ საქართველოს დიდი პანაშვიდის ოდენობის ხალხი მივიდა.
თუმცა, ვამჩნევ, რომ ოპოზიციას ამისიც რცხვენია უკვე, პარლამენტის წინ არ გაჩერდნენ დიდხანს, სადაც სივრცეს ვერ ავსებენ და მათი სიმცირე კარგად ჩანს, ხოდა დაიძრნენ კანცელარიის წინ მდებარე პატარა მოედნისაკენ.
აქ, ამ სივრცეს კი კახური პანაშვიდიც კი შეავსებს”, – წერს ნიკოლოზ მჭედლიშვილი.
დღეს ოპოზიციის მიერ დაგეგმილი აქცია-მსვლელობა მიმდინარეობს.