მამუკა მდინარაძე: ალტერნატივა არ აქვს, არც დიალოგს, არც მოლაპარაკებას და არც კანონის უზენაესობას – მზად ვართ, მოლაპარაკების მაგიდასთან ვიყოთ

ალტერნატივა არ აქვს, არც დიალოგს, არც მოლაპარაკებას და არც კანონის უზენაესობას – მზად ვართ, მოლაპარაკების მაგიდასთან ვიყოთ, ჩვენი წილი პასუხისმგებლობა ავიღოთ, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების” თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ პარტიის ოფისში, უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან განაცხადა.

მდინარაძე ფიქრობს, რომ  ქვეყანამ, რომ დემოკრატიული, სტაბილური განვითარება განაგრძოს პასუხისმგებლობა ოპონენტებმაც უნდა გაიზიარონ.

„რა თქმა უნდა, ჩვენ მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს შევეხეთ. უმრავლესობა იმ აზრზეა, რაც მთელი ამ დღეების განმავლობაში ხმოვანდებოდა, რაც საბედნიეროდ, ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების, მეგობრების, მთავარი სტრატეგიული მეგობარი ქვეყნის ოფიციალურ პოზიციას ემთხვევა. ესაა ის, რომ ალტერნატივა არ აქვს, არც დიალოგს, არც მოლაპარაკებას და არც კანონის უზენაესობას. მე მგონი, ამით ყველაფერია ნათქვამი. ჩვენ ყოველთვის მზად ვიყავით და ახლაც მზად ვართ, რომ მოლაპარაკების მაგიდასთან ვიყოთ, ანუ იქ, სადაც ვიყავით ჩვენ არსად წავსულვართ. მზად ვართ, ჩვენი წილი, უფრო მეტი პასუხისმგებლობა ავიღოთ იმასთან დაკავშირებით, რომ ქვეყანამ განაგრძოს დემოკრატიული, სტაბილური განვითარება და არ იყოს შეფერხება ვინმეს პროვოკაციული მოქმედებების გამო. ეს პასუხისმგებლობა უნდა გაიზიაროს, მათ შორის ჩვენმა ოპონენტებმა, რომ სტაბილური და დემოკრატიული განვითარება ქვეყანამ განაგრძოს”, – განაცხადა მდინარაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები