თამარ გაბუნია: კვირის ბოლოს გვეცოდინება, ზუსტად როდის მივიღებთ ვაქცინის შეპირებულ 29 250 დოზას

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას ინფორმაციით, კვირის ბოლომდე შედგება კიდევ ერთი კონსულტაცია „კოვაქსის“, „ფაიზერის“ და საქართველოს მხარის მონაწილეობით, რის შემდეგაც ცნობილი გახდება ზუსტი დრო, როდის მიიღებს ქვეყანა ვაქცინას.

„ამ კვირაში ჩვენ მივიღეთ დამატებითი პირობები „ფაიზერის“ ვაქცინის მოწოდებასთან დაკავშირებით. კვირის ბოლომდე შედგება კიდევ ერთი კონსულტაცია „კოვაქსის“, „ფაიზერის“ და საქართველოს მხარის მონაწილეობით, რა დროსაც ყველა დეტალი დაზუსტდება და უკვე გვეცოდინება, ზუსტად როდის მივიღებთ შეპირებულ 29 250 დოზას, რაც „კოვაქსის“ პლატფორმის საშუალებით საქართველომ პირველ კვარტალში უნდა მიიღოს.

ამ დოზებს თებერვლის ბოლომდე ველოდებოდით, თუმცა, „ფაიზერის“ მიერ დაყენებული დამატებითი მოთხოვნების გამო, ყველა იმ ქვეყანაში, რომელსაც ეს დოზები უნდა მიეღო, გარკვეული გადავადება მოხდა. ამდენად, მიმდინარე პერიოდში, ჩვენ დავასრულებთ მოლაპარაკებას და იმედი გვაქვს, მარტის პირველ ორ კვირაში მივიღებთ იმ დოზებს, რასაც ველოდებით „ფაიზერისგან“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები