ლაშა ნაცვლიშვილი „პოსტივის“ ხელმძღვანელად ბრუნდება

“დიდი პატივით, გეგმებითა და პასუხისმგებლობით ვბრუნდები “პოსტივის” ხელმძღვანელად”,- ამის შესახებ ლაშა ნაცვლიშვილი სოციალურ ქსელში წერს.

მისივე თქმით, ტელევიზია 2012 წლის პირველი ოქტომბრის მონაპოვარს მეტი შეუპოვრობითა და უკეთესი ხარისხით დაიცავს.

“დიდი პატივით, გეგმებითა და პასუხისმგებლობით ვბრუნდები “პოსტივის” ხელმძღვანელად. დარწმუნებული ვარ, რომ ტელევიზია, რომელიც მოხულიგნო ინტერნეტპლატფორმიდან დაიბადა და რომელმაც სულ რაღაც ერთ წელიწადში, იქ მომუშავე უნიჭიერესი ადამიანების შრომისა და სიმტკიცის წყალობით, ოთხჯერ გაზარდა საკუთარი რეიტინგი და გავლენა, უკეთესი ხარისხითა და მეტი შეუპოვრობით დაიცავს 2012 წლის პირველი ოქტომბრის მონაპოვარს!”,- წერს ნაცვლიშვილი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები