რუსეთში აცხადებენ, რომ შავ ზღვაში აშშ-ის მანევრები მსოფლიოსთვის სახიფათოა

“შავ ზღვაში, რუსეთის საზღვრებთან აშშ-ის სამხედრო ფლოტის მანევრები მსოფლიოს სტაბილურობასა და შვიდობისთვის საფრთხისშემცველია”, – განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა, მარია ზახაროვამ.

“შავ ზღვაში შეერთებული შტატების მეექვსე ფლოტს ერთი სული აქვს, მტერი იპოვოს, მაგრამ ამას სულ ტყუილად აკეთებენ”, – თქვა მან.

მანვე აღნიშნა, რომ აშშ-ის სწავლებები ანტირუსულ ხასიათს ატარებს.

თავის მხრივ, 10 თებერვალს ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ შავ ზღვაში “რუსეთის მნიშვნელოვან გაძლიერება შეინიშნება, რაც გამომდინარეობს ყირიმის უკანონო ანექსიიდან და ასევე მიმდინარე წელს რუსეთის საზღვაო ძალების რაოდენობის გაზრდიდან. ალიანსმა გააძლიერა თავისი წარმომადგენლობა შავი ზღვის რეგიონში და ბოლო რამდენიმე დღეში შავ ზღვაში სამი ამერიკული სამხედრო ხომალდი განთავსდა. ამასთან, ნატო აძლიერებს საქართველოსა და უკრაინის მხარდაჭერას, მათ შორის, მათი საზღვაო ძალების დახმარებით. ჩვენ უნდა დავრწმუნდეთ, რომ შავ ზღვაში არ იყოს მხოლოდ ერთი ქვეყნის, კერძოდ, რუსეთის დომინანტობა”.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები