გია ხუხაშვილი: „ქართული ოცნება“ ჰაერშია, ბოლო ბურჯი, რაზეც იდგა, ეს გახარია იყო

სამწუხაროდ, ღარიბაშვილის დანიშვნით ხელისუფლება გვაჩვენებს, რომ ისინი პოლიტიკურ აგონიაში არიან, კუდის მოქნევას და მაგარბიჭობანას თამაშს აპირებენ,- ამის შესახებ პოლიტიკის ექსპერტმა, გია ხუხაშვილმა განაცხადა.

ხუხაშვილი მიიჩნევს, რომ „ქართულ ოცნებას“ გახარიას სახით „ბოლო ბურჯი“ გამოეცალა.

„ერთ – ორ სისულელეს კიდევ ჩაიდენენ და ტლაპოში ჩახტებიან, მაგრამ ეს საბოლოო ჯამში მათაც ძალიან დააზიანებს, რადგან მათი მომავალი კიდევ უფრო პრობლემატური იქნება, ვიდრე შეიძლება, ყოფილიყო, მაგრამ ისინი სხვა გზას ვერ ხედავენ“, – განაცხადა ხუხაშვილმა.

ხუხაშვილი ასევე ღარიბაშვილის რიტორიკას აფასებს და მიიჩნევს, რომ ეს სერიოზულად განსახილველი არ არის.

„მისი, ეს მაჩოს განცხადებების ან ადრე ვის სჯეროდა – გვახსოვს, რომ ერთხელ გამოვიდა და განაცხადა იბერიას გავაბრწყინებო და სამ დღეში ყურებჩამოყრილი გამოვიდა – გადავდექიო. მისი განცხადებებს არ მგონია, რომ სერიოზულად უნდა ვიხილავდეთ, მას ეტყვიან დაჯექი – დაჯდება, ეტყვიან ადექი – ადგება, ასეთი პერსონაჟია ქართულ პოლიტიკაში და არა უმეტეს ამისა. აქედან გამომდინარე პროცესი არის ასეთი, რომ ქართული ოცნება არის დღეს ჰაერში დარჩენილი. ელექტორალური ბაზა, საყრდენი აღარ აქვთ, ბოლო ბურჯი, რაზეც იდგა ქართული ოცნება, ეს იყო გახარია“, – განაცხადა ხუხაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები