თამარ ტალიაშვილი: ირაკლი ღარიბაშვილი არის ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე უდიდესი ძალა

“ირაკლი ღარიბაშვილი არის პრინციპულიც და ამავე დროს გამაერთიანებელი ჩვენი ხალხისთვის”, – ასე ეხმაურება პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე – თამარ ტალიაშვილი პრემიერმინისტრად ირაკლი ღარიბაშვილის კანდიდატურის წარდგენას.

როგორც ტალიაშვილი სოციალურ ქსელში წერს, ირაკლი ღარიბაშვილი არის ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე უდიდესი ძალა.

“ირაკლი ღარიბაშვილი არის ჩვენი ქვეყნის წარმატებისთვის მებრძოლი ჯარისკაცი, ამ სიტყვის ყველაზე სიღრმისეული გაგებით!

ირაკლი ღარიბაშვილი არის პრინციპულიც და ამავე დროს გამაერთიანებელი ჩვენი ხალხისთვის. თვით ურადიკალურეს ოპოზიციაშიც ვერ მოიძებნება ადამიანი, რომელსაც იოტის ოდენა ეჭვი შეიძლება, ეპარებოდეს ერთ ყველაზე მნიშვნელოვან რამეში – ირაკლი ღარიბაშვილს საქართველო საკუთარ სიცოცხლეზე მეტად უყვარს!

ირაკლი ღარიბაშვილი არის ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე უდიდესი ძალა – ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ხელმომწერი და ნატო-სთან ყველაზე მჭიდრო ურთიერთობის სტადიაზე ქართული თავდაცვის გადამყვანი!

წარმატებას ვუსურვებ ირაკლის!”, – წერს ტალიაშვილი.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები