ვახტანგ მაისაია: ირაკლი ღარიბაშვილი იქნება უფრო ხისტი და მედგარი ,,ნაცების” მიერ კონტროლირებული გაერთიანებული ოპოზიციის მიმართ
“ირაკლი ღარიბაშვილი იქნება უფრო ხისტი და მედგარი ,,ნაცების” მიერ კონტროლირებული გაერთიანებული ოპოზიციის მიმართ”, – ამის შესახებ პოლიტიკის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი ვახტანგ მაისაია სოციალურ ქსელში წერს.
მისი თქმით, ღარიბაშვილის წარდგენა პრემიერობის კანდიდატად ივანიშვილთანაც შეთანხმდებოდა.
,,მოკლედ, მგონია, რომ სიტუაცია კიდევ უფრო დრამატულ ხასიათს მიიღებს და გაერთიანებული ოპოზიცია და “ქართული ოცნება” კიდევ უფრო რთულ ფორმებს მიიღებს. როგორც ჩანს, ირაკლი ღარიბაშვილის გუნდზე შეჩერდა არჩევანი, პრინციპში, გასაგებიცაა, რადგანაც მას უფრო მეტი რეიტინგი გააჩნია და, როგორც ჩანს, ეს შეთანხმდა ბიძინა ივანიშვილთანაც. თუმცა, ირაკლი ღარიბაშვილი იქნება უფრო ხისტი და მედგარი ,,ნაცების” მიერ კონტროლირებული გაერთიანებული ოპოზიციის მიმართ და, მოკლედ, “ძალოვნების” დაჯგუფებამ გაიმარჯვა მმართველ პარტიაში, რაც მე ზუსტად ვთქვი ერთ-ერთ ბრიფინგზე. სიტუაცია უკვე საინფორმაციო სამოქალაქო ომის ფაზიდან გადავა პოლიტიკურ მაღალი დონის კონფრონტაციის დონეზე”, – წერს ვახტანგ მაისაია.
დღეს გიორგი გახარიამ პრემიერის პოსტი დატოვა. მმართველმა გუნდმა პრემიერობის კანდიდატად ირაკლი ღარიბაშვილი წარადგინა.