პროკურორი: ნიკა მელიას არაკეთილსინდისიერი დამოკიდებულება ამ პროცესებისადმი, პატიმრობის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველს ქმნიდა

ნიკა მელიას არაკეთილსინდისიერი დამოკიდებულება ამ პროცესებისადმი, პატიმრობის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველს ქმნიდა, – ამის შესახებ პროკურორმა, მიხეილ სადრაძემ განაცხადა.

მისი თქმით, გადაწყვეტილების აღსრულება მაქსიმალურად გონივრულ ვადაში მოხდება.

,,სასამართლომ გაიზიარა ჩვენი პოზიცია და დააკმაყოფილა ჩვენი მოთხოვნა, ბუნებრივია, გადაწყვეტილების წერილობით ფორმასაც მივიღებთ და არგუმენტაციასაც ვნახავთ, თუმცა ცალსახად შეგვიძლია განვაცხადოთ შემდეგი, რომ ბრალდებულის არასათანადო ქცევა, არგამოცხადება სასამართლო ორგანოში, სასამართლოსადმი უპატივცემულობა, მთელი ამ პროცესებისადმი მისი არაკეთილსინდისიერი დამოკიდებულება და სხვა გარემოებები ამ მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველს ქმნიდა. რაც შეეხება აღსრულების ნაწილს, ამ გადაწყვეტილებას შეასრულებს შესაბამისი ორგანო მაქსიმალურად გონივრულ ვადაში. რადგანაც სხვა უწყება ასრულებს ამას, მე კონკრეტულ ვადას ვერ გეტყვით,” – განაცხადა პროკურორმა.

ცნობისთვის, თბილისის საქალაქო სასამართლომ ,,ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარეს, ნიკა მელიას პატიმრობა შეუფარდა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები