ლევან ნიკოლეიშვილი: კრიმინალ ნიკა მელიას კიდევ უფრო დიდი კრიმინალი, ადეიშვილის ხელის ბიჭი, სისხლიანი პროკურორი – ბექა ბასილაია იცავს
“კრიმინალ ნიკა მელიას კიდევ უფრო დიდი კრიმინალი, ადეიშვილის ხელის ბიჭი, სისხლიანი პროკურორი, ბექა ბასილაია იცავს”, – ამის შესახებ სოციალურ ქსელში ანალიტიკოსი, ლევან ნიკოლეიშვილი წერს და ტელეკომპანია ,,გურჯაანის” მიერ 2018 წელს გავრცელებულ ინფორმაციას აზიარებს, რომელშიც ნათქვამია, რომ ბიზნესმენი ვალერი შოშიაშვილი ,,ერთიან ნაციონალურ მოძრაობასა” და მაშინდელი პროკურატურის თანამშრომლებს ზეწოლასა და ყვარლის კულტურის ცენტრის შენობის იძულებით ყიდვაში ადანაშაულებდა.
,,ნაციონალური მოძრაობის” დროს პროკურატურის თანამშრომელი სწორედ ბექა ბასილაია იყო, რომელიც ბრალდებებს უარყოფდა. ნიკოლეიშვილის თქმით, ბექა ბასილაია კაბინეტში იბარებდა ბიზნესმენებს და ქონებებს რამდენიმე წუთში, სიკვდილის მუქარით ართმევდა.
„კრიმინალ ნიკა მელიას კიდევ უფრო დიდი კრიმინალი, ადეიშვილის ხელისბიჭი, სისხლიანი პროკურორი ბექა ბასილაია იცავს. ეს ის ბასილაიაა, რომელიც კაბინეტში იბარებდა ბიზნესმენებს და ქონებებს რამდენიმე წუთში, სიკვდილის მუქარით ართმევდა. თვალსაჩინოებისათვის გთავაზობთ ინფორმაციას, თუ როგორ გააკოტრა ადეიშვილის დავალებით ბასილაიამ კახელი ბიზნესმენი, ეს ზღვაში წვეთია მისი სისხლიანი საქმეებიდან“, – წერს ლევან ნიკოლეიშვილი ,,ფეისბუქის” საკუთარ გვერდზე.