ნიკა მელია: გავრილოვის დავალებით არავის ჩავბარდები
“ნებისმიერ შემთხვევაში, რა გადაწყვეტილებაც უნდა გაფორმდეს, იქნება მურუსიძის შიშით გაფორმებული”, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა, ნიკა მელიამ პარტიის ოფიში ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა.
„მე გეგმებზე არ ვსაუბრობ, მე გეგმებს ვახორციელებ. გავრილოვის საქმეზე და მისი დიდი დავალებით არავის ჩავბარდები. გავრილოვი კომბინაციაშია ბიძინა ივანიშვილთან, საქართველოს ვერცერთ მოქალაქეს ვერ დაიჭერს.
არ ვაპირებ გეგმებზე საუბარს, არ გავუადვილებ ცხოვრებას გავრილოვ- ბიძინა ივანიშვილს”, – განაცხადა ნიკა მელიამ.
ნიკა მელიას სასამართლო პროცესი ამ წუთებში თბილისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარეობს. პროცესს ნიკა მელია არ ესწრება.
პროკურატურა ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული 40 000-ლარიანი გირაოს პატიმრობით შეცვლას ითხოვს.