„ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში შეშა და კასრები მიიტანეს

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში, სადაც მეორე დღეა, ნიკა მელიას მხარდასაჭერად სხვადასხვა ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლები იკრიბებიან, შეშა და კასრები მიიტანეს.

„ევროპული საქართველოს“ ლიდერმა, გიგა ბოკერიამ აღნიშნულ კასრებთან დაკავშირებულ შეკითხვაზე განაცხადა: „თქვენ გაინტერესებთ, რა ჯიშის მერქანია შეშა? ცივა, ხალხი იქნება, თუ საჭირო იქნება, მთელი ღამე, როგორც ეს იყო რუსთაველზე პროტესტის დროს. მე მახსოვს სამარცხვინოდ კომიკური მდგომარეობა, როდესაც შეშასა და წალამზე დასდევდნენ ადამიანებს. მეც კი დამაკავეს ცოტა ხნით წალამის კონტრაბანდაზე“, – განაცხადა ბოკერიამ.

წყარო: “1 არხი”

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები