სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა ინდოეთს ვაქცინის მილიონ დოზას უკან უბრუნებს

სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის მთავრობამ ინდოეთს მიმართა თხოვნით, რომ უკან წაიღოს AstraZeneca-ს კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის მილიონი დოზა.

ამის შესახებ გაზეთი The Economic Times ქვეყნის მაღალჩინოსნებზე დაყრდნობით წერს.

პრეპარატის პირველი პარტია რესპუბლიკამ თებერვლის დასაწყისში მიიღო.

გაზეთი აღნიშნავს, რომ ამგვარ გადაწყვეტილებამდე ქვეყნის მთავრობა მას შემდეგ მივიდა, რაც მეცნიერებმა დაასკვნეს, რომ პრეპარატი ვირუსის ადგილობრივ შტამთან ბრძოლაში არაეფექტურია.

ინდოეთი AstraZeneca-ს პარტნიორია ღარიბი ქვეყნებისთვის ვაქცინის მიწოდების საკითხში.

მანამდე გახდა ცნობილი, რომ სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის მთავრობამ გადაწყვიტა, მოსახლეობის AstaZeneca-ს ვაქცინით აცრის გეგმის რეალიზება შეაჩეროს. ამ პრეპარატის ნაცვლად, ხალხს Johnson&Johnson-ს ვაქცინით აცრიან.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები