ამირან გამყრელიძე: 6 წლიდან ბავშვებისთვის დასაშვებია პირბადის ხმარება და ის არავითარ უარყოფით გავლენას ბავშვის ჯანმრთელობაზე არ ახდენს

“ამერიკის დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ,,გაიდლაინში” 6 წლიდან ბავშვებისთვის დასაშვებია პირბადის ხმარება და ის არავითარ უარყოფით გავლენას ბავშვის ჯანმრთელობაზე არ ახდენს”, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, არსებობს დაავადებათა ჩამონათვალი, რა შემთხვევებშიც ექიმი პირბადის გამოყენების რეკომენდაციებს არ გასცემს.

,,ჩვენთან პირბადე მანდატურული გახდა ბავშვებისთვის მეხუთე კლასის ჩათვლით და ზემოთ. მეოთხეკლასელებისთვის და ქვემოთ ეს არის რეკომენდებული. არსებობს ბევრი კვლევა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი ინსტიტუცია მსოფლიოში, ამერიკის დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გაიდლაინში 6 წლიდან ბავშვებისთვის დასაშვებია პირბადის ხმარება და ის არავითარ უარყოფით გავლენას ბავშვის ჯანმრთელობაზე არ ახდენს.

არის გარკვეული გამონაკლისი შემთხვევები, რა თქმა უნდა, თუ არის ბავშვთან სხვადასხვა დაავადება, ამის ჩამონათვალიც არსებობს. ამ შემთხვევებში შეიძლება, ექიმის დანიშნულებით უარი ითქვას პირბადეზე. ზოგადად, ხაზს ვუსვამ, ძალიან ბევრ ქვეყანაში სკოლებში პირბადე სავალდებულოა“, – განაცხადა გამყრელიძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები