ინდონეზიაში მეწყერის გამო 20 ადამიანი დაკარგულად ითვლება

ინდონეზიაში, იავას კუნძულზე მეწყერის შედეგად 20 ადამიანი დაკარგულია, 14-მა სხვადასხვა სახის ტრავმა მიიღო.

ამის შესახებ ინფორმაცია ქვეყნის სტიქიურ უბედურებებთან ბრძოლის ეროვნულ სააგენტოში განაცხადეს.

ტრაგედია გვიან ღამით მოხდა.

ასევე, აღინიშნება, რომ დანგრეულია 8 საცხოვრებელი სახლი.

სააგენტოს წარმომადგენლის თქმით, მეწყერი გადაუღებელმა წვიმამ გამოიწვია.

გარდა ამისა, კუნძულზე ორი სოფელი, მდინარეების ადიდების გამო, დატბორვის რისკ ზონაში აღმოჩნდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები