ზურაბ ჯაფარიძე: დღესაც გელოდებით – ბარი არ დაემორჩილება არცერთ შეზღუდვას, სანამ ყველა არ მოიხსნება

“დღესაც გელოდებით – ბარი არ დაემორჩილება არცერთ შეზღუდვას, სანამ ყველა არ მოიხსნება”,- ამის შესახებ „გირჩი – მეტი თავისუფლებას“ ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე სოციალურ ქსელში წერს.

“დღესაც გელოდებით, 19.00 საათიდან, აღმაშენებლის 45-ში. ეს ბარი არ დაემორჩილება არცერთ შეზღუდვას სანამ ყველა შეზღუდვა არ მოიხსნება”,- წერს ჯაფარიძე.

“გირჩი – მეტი თავისუფლებას” ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე, რომელმაც აღმაშენებლის გამზირზე ბარი “ჯაფარა” დაუმორჩილებლობის ნიშნად გახსნა, უნებართვო ეკონომიკური საქმიანობისთვის გვიან ღამით 2 000 ლარით დააჯარიმეს.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები