მკვლევრები საქართველოში უმუშევრობის დონის 20 პროცენტამდე ზრდას ელოდებიან

საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდისა (რონდელის ფონდი) და ფრიდრიხ ებერტის ფონდის ეგიდით ჩატარებული კვლევის თანახმად, თუ მთავრობა ანტიკრიზისულ ღონისძიებებს 2021 წელსაც გააგრძელებს, უმუშევრობის დონემ შეიძლება, 20%-ს არ გადააჭარბოს.

როგორც კვლევაშია აღნიშნული,  ანტიპანდემიური შეზღუდვების განახლების შემთხვევაში, მთავრობის მხრიდან ანტიკრიზისული ღონისძიებების გაგრძელების გარეშე, უმუშევრობის დონემ 2021 წელს შესაძლოა, 26.9-პროცენტიან ნიშნულს მიაღწიოს.

„დღეის მდგომარეობით, მოვლენები დასაქმების სფეროში შესაძლოა, შემდეგი სცენარით განვითარდეს: უმუშევრობის დონე განაგრძობს შეუჩერებელ ზრდას, რასაც მოჰყვება სოციალური ფონის არსებითი დაძაბვა, სახელმწიფოს კი აღარ ეყოფა მყისიერი ანტიკრიზისული ღონისძიებებისთვის საჭირო რესურსები, რომელთა შევსებაც, მკვეთრად გაზრდილი უმუშევრობის პირობებში, ძალზე გართულდება. მეორე მხრივ, კვლავინდებურად ასიმეტრიულად გაიზრდება სოფლის მეურნეობაში თვითდასაქმებულთა ხვედრითი წონა, რომელიც ისედაც მაღალია. ანუ გაიზრდება ეკონომიკურად აქტიური მოსახლეობის რაოდენობა, რომელიც დაბალმწარმოებლურ საქმიანობაშია ჩართული, რასაც განვითარების ნაკლები პერსპექტივა აქვს,” – განმარტებულია ანგარიშში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები