მიხეილ ყაველაშვილი: “ევროპული საქართველო“ ყოველთვის რეალობას იყო აცდენილი

„ევროპული საქართველო“ ყოველთვის რეალობას აცდენილი იყო და მათი ლიდერები ხალხის სახელით ისე ლაპარაკობდნენ, თითქოს, ხელისუფლებაში იყვნენ და ისევ უმრავლესობას ფლობდნენ”, – ასე გამოეხმაურა პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე, მიხეილ ყაველაშვილი “ევროპულ საქართველოში” მიმდინარე პროცესებს.

მისივე თქმით, აღნიშნულ პარტიაში არჩევნებზე მიღებული დაბალი პროცენტის თაობაზე ანალიზის ჩატარების უნარსაც ვერ ფლობენ.

„ევროპული საქართველო“ ყოველთვის რეალობას აცდენილი იყო და მათი ლიდერები ხალხის სახელით ისე ლაპარაკობდნენ, თითქოს, ხელისუფლებაში იყვნენ და ისევ უმრავლესობას ფლობდნენ. არჩევნებზე მიღებული დაბალი პროცენტის თაობაზე ანალიზის ჩატარების უნარსაც ვერ ფლობენ და ეს იყო კარგად დასანახი, რამაც შედეგი მოიტანა, ხშირად საუბრობდნენ საზოგადოებაში, მედიასაშუალებებში და თითქოს ყველაზე მეტად წარმოჩენილები იყვნენ, მაგრამ მათ ხალხში მხარდაჭერა არ ჰქონდათ და საზოგადოების მაჯისცემას ვერ ფლობდნენ. ეს იყო მათი პრობლემა“, – განაცხადა ყაველაშვილმა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები