კახა კალაძე: ნიკა მელიაზეა დამოკიდებული, იქნება გარეთ თუ შევა ციხეში
“ქართული ოცნება“ არაფერ შუაშია, საუბარია კონკრეტულ დანაშაულზე, შესაბამისად, მას მოუწევს გირაოს გადახდა”, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ “ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთ ლიდერთან, ნიკა მელიასთან დაკავშირებით განაცხადა.
კალაძის თქმით, თავად ნიკა მელიაზეა დამოკიდებული, გარეთ იქნება თუ ციხეში შევა.
„ბოლო დღეების განმავლობაში ვისმენთ, რომ ის არ გადაიხდის, თუმცა, ჩვენ ბევრჯერ გვინახავს ასეთი სცენები და დარწმუნებული ვარ, გირაოს გადახდა მოხდება. შეიძლება, პირდაპირ არა მისი მხრიდან, მაგრამ მოხდება მისი მეგობრების მხრიდან. თავის თავზეა დამოკიდებული, იქნება გარეთ თუ შევა ციხეში. ჩვენ, არც მე, არც ჩვენს თანაგუნდელებს დაჭერა არ უხარია, მაგრამ როდესაც დანაშაული გაქვს, თან ასეთი მძიმე, გვახსოვს ჩვენ 20 ივნისს როგორი მოწოდებები კეთდებოდა და როგორ ხელმძღვანელობდა პარლამენტში შეჭრას, შემდეგ კი გაიპარა და ეს ახალგაზრდები შეატოვა პოლიციას პირისპირ. ასე რომ, ცუდი იყო ის, რაც მოხდა და იმედი მაქვს, მომავალში არ განმეორდება“, – განაცხადა კახა კალაძემ.