მეუფე ნიკოლოზი: ვინც ვაქცინაციას გაიკეთებს და ვინც არ გაიკეთებს, ზიარების უფლებას ჩვენ არცერთს არ ჩამოვართმევთ
“ჩვენ ასე გადავწყვეტთ, რომ ვინც ვაქცინაციას გაიკეთებს და ვინც არ გაიკეთებს, ზიარების უფლებას ჩვენ არცერთს არ ჩამოვართმევთ”, – ამის შესახებ ახალქალაქისა და კუმურდოს მიტროპოლიტმა, ნიკოლოზმა ჟურნალისტებს საპატრიარქოსთან განუცხადა, სადაც დღეს წმინდა სინოდის სხდომა იმართება.
მისი თქმით, ვაქცინაცია საღვთისმეტყველო საკითხი არ არის.
„ვაქცინაციისგან თავის შეკავება არ შეიძლება, იყოს სავალდებულო. ვაქცინაცია არ არის საღვთისმეტყველო საკითხი. ვფიქრობთ, ჩვენ ასე გადავწყვეტთ, რომ ვინც ვაქცინაციას გაიკეთებს და ვინც არ გაიკეთებს, ზიარების უფლებას ჩვენ არც ერთს არ ჩამოვართმევთ.
ჩემი პირადი პოზიციაა, რომ ვაქცინაცია საღვთისმეტყველო საკითხი არ არის. ამიტომ, საღვთისმეტყველო არ არის, ვინმეს დავაძალოთ ვაქცინაცია და კატეგორიულად ვუთხრათ, რომ თუ არ გაიკეთებ, პურს ვერ იყიდი, უცხოეთში ვერ გაემგზავრები, ეს არასწორია. თუმცა ამას ჩვენ არ ვწყვეტთ საქართველოში. ეს მსოფლიოში მიმდინარე პროცესია“, – განაცხადა მეუფე ნიკოლოზმა.