თეა წულუკიანი შოთა რუსთაველის სახელობის ეროვნულ თეატრში სამუშაო შეხვედრაზე იმყოფებოდა

საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ, თეა წულუკიანმა შოთა რუსთაველის სახელობის ეროვნულ თეატრში სამუშაო შეხვედრა გამართა.

თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელმა, რობერტ სტურუამ და თეატრის დირექტორმა, გიორგი თევზაძემ კომიტეტის თავმჯდომარეს თეატრის მიმდინარე საქმიანობისა და სამომავლო გეგმების შესახებ სხვადასხვა მოსაზრება გაუზიარეს. საუბარი ასევე შეეხო პანდემიის პირობებში თეატრის წინაშე არსებულ არაერთ გამოწვევას.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები