ლატვიაში 16 რუსული ტელეარხის ტრანსილირება აიკრძალა
ლატვიის ელექტრონული მედიის ეროვნულმა საბჭომ ქვეყანაში 16 რუსული ტელეარხის ტრანსილირება აკრძალა, რადგან ქვეყანაში მისი წარმდგენი უცნობია.
ამის შესახებ რეგულატორის საიტზეა ნათქვამი.
კერძოდ, აკრძალვა შეეხო REN TV Baltic, NTV Mir Baltic, Karusel International, NTV Serial, NTV Stilj, НТВ право, Киномикс, Наше новое кино, Родное кино, Индийское кино, Кинокомедия, Киносерии, КВН ТВ, Кухня ТВ, BOX TV და HD Life-ს.
გადაწყვეტილება ძალაში 10 თებერვალს შევა.
SIA TEM LV,ის ყოფილმა მფლობელმა განაცხადა, რომ პირველი თებერვლიდან მას აღნიშნული ტელეარხების რეტრანსლირების უფლება აღარ აქვს, ანალოგიური ინფორმაცია საკაბელო ოპერატორებმაც წარადგინეს.
ლატვიის ეროვნულმა საბჭომ შესაძლო ახალ წარმომადგენელს მიმართა, რომ შესაბამისი დოკუმენტაცია წარადგინოს, თუმცა ამ დრომდე მსგავსი დოკუმენტი არ მიუღია.
8 თებერვალს ლატვიაში, ერთი წლით Россия РТР-ის რეტრანსლირება, უკრაინის მიმართ სიძულვილის ენის ხშირი გამოყენებისთვის, აკრძალეს.