უკანონო პატიმრობიდან ზაზა გახელაძის გათავისუფლების მოთხოვნით პერმანენტული აქციები გრძელდება
ზაზა გახელაძის გათავისუფლების მოთხოვნით პერმანენტული აქციები გრძელდება. ამჯერად, მოქალაქეები შვეიცარიის საელჩოსთან შეიკრიბნენ, სადაც რუსეთის სექცია ფუნქციონირებს.
აქციის მონაწილის, მოძრაობა “ძალა ერთობაშიას” ლიდერის, დავით ქაცარავას განცხადებით, ხელისუფლებამ საოკუპაციო რეჟიმის მიერ დაკავებული პირები სასწრაფოდ უნდა გამოიხსნას.
“გენადი ბესტაევი, ზაზა გახელაძე, ლაშა ხეთერელი, რამაზ ბეღელური, ირაკლი ბებუა. ეს ხუთივე დაკავებული სასწრაფოდ უნდა გამოიხსნას ხელისუფლებამ. ეს აქციები იქნება ხშირი, პერმანენტული”, – აღნიშნა ქაცარავამ.
შეგახსენებთ, რომ ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. სასამართლომ ზაზა გახელაძეს 12 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა.