ბილ გეიტსმა ორი საფრთხე დაასახელა, რომელთა წინაშე კაცობრიობა პანდემიის დასრულების შემდეგ აღმოჩნდება

Microsoft-ის დამფუძნებელმა, ბილ გეიტსმა ის ორი საფრთხე დაასახელა, რომელთა წინაშე კაცობრიობა პანდემიის დამარცხების შემდეგ აღმოჩნდება. მისი თქმით, ეს არის კლიმატის ცვლილება და ბიოტერორიზმი.

ამის შესახებ მან YouTube-არხ Veritasium-სთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

მისი თქმით, ყოველწლიურად, კლიმატის ცვლილების ფაქტორის გამო, სიკვდილიანობა იმაზე მაღალი იქნება, ვიდრე – პანდემიის დროს.

რაც შეეხება ბიოტერორიზმს, მულტიმილიარდერი მიიჩნევს, რომ “ის, ვისაც უნდა სხვისთვის ზარალის მიყენება, შექმნის ვირუსს, ეს კი იმას ნიშნავს, რომ ბევრად მაღალია იმის რისკი, რომ მომდევნო ხელოვნურად შექმნილი პანდემიის წინაშე აღმოვჩნდეთ და ზარალი გაცილებით დიდი იქნება, ვიდრე ეს ახლა ხდება, ბუნებრივი წარმოშობის ეპიდემიის დროს”.

მანამდე, ბილ გეიტსმა გამოცემა Süddeutsche Zeitung-ს განუცხადა, რომ მსოფლიო ახალი პანდემიისთვის მზად არ არის, რომელიც შესაძლოა, ამჟამინდელზე ათჯერ უარესი იყოს.

“ვიმედოვნებ, რომ ორი წლის შემდეგ ვითარება სხვაგვარი იქნება. ვაქცინები, ტესტები, მედიკამენტები, ეპიდემიოლოგია, მონიტორინგი – ბევრი რამეა, რისი გაკეთებაც შეიძლება”, – თქვა ბილ გეიტსმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები