ვერ ვხვდები ოპოზიციის ქმედების მოტივს, მოვუწოდებ პოლიტიკურ პარტიებს, შევიდნენ პარლამენტში და დაიკავონ კუთვნილი ადგილები, – ამის შესახებ ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი „რუსთავი 2“-თან ინტერვიუში აცხადებს. ევროპარლამენტარი ამბობს, რომ ქვეყნის მომავლისთვის ახალა ყველაზე მნიშვნელოვანი მანდატების აღებაა.
ვიოლა ფონ კრამონი არჩევნებზე დაფიქსირებულ დარღვევებზე საუბრობს , მაგრამ ასევე აღნიშნავს, რომ გაყალბების მასშტაბი შედეგებზე დიდ გავლენას ვერ მოახდენდა.
„მე, რომ ამომრჩეველი ვყოფილიყავი საპარლამენტო არჩევნებში, მოველოდებოდი ჩემს წარმომადგენელს პარლამენტში. მნიშვნელობა არ აქვს ის უმრავლესობას დაიკავებდა, თუ ოპოზიციაში იქნებოდა. მე მექნებოდა სურვილი ჩემი არჩევანი პარლამენტში მენახა. დიახ იყო საარჩევნო კოდექსის დარღვევა, დიახ იყო გაყალბებაც, მაგრამ არა იმდენად მნიშვნელოვანი, რომ შედეგებზე დიდი გავლენა მოეხდინა. ამას ადასტურებენ განსხვავებული არასამთავრობო და საარჩევნო ორგანიზაციებიც. ამიტომ მოვუწოდებ პოლიტიკურ პარტიებს შევიდნენ პარლამენტში და დაიკავონ კუთვნილი ადგილები.
ვიმედოვნოთ, რომ შემდეგში უფრო სამართლიანი და თავისუფალი არჩევნები შედეგება, მაგრამ ამ ოთხი წლის განმავლობაში ჩვენ ველით, რომ ისინი მანდატებს აიღებენ და დაიწყებენ მუშაობას. თუ ეს ასე არ მოხდება პარლამენტი უფუნქციო იქნება. ვერ ვხვდები ოპოზიცია ამას რატომ აკეთებს. გასაგებია, რომ დიდია მათი იმედგაცრუება და უკმაყოფილება. მაგრამ ისინი არჩეული არიან ხალხის მიერ და როგორ უნდა თქვა ამაზე უარი. მე ვერ ვხვდები მათი ქმედების მოტივს. თქვენი ბევრი რევოლუციის მომსწრე ხართ, რის შედეგადაც თქვენ არანირი ცვლილება არ გაქვთ. ქვეყანაში მოხდა საკონსტიტუციო ცვლილება, ბევრი პოლიტიკური ცვლილება. ამიტომ ახლა ყველაზე მნიშვნელოვანი ქვეყნის მომავლისთვის მანდატების აღებაა,” – განაცხადა ევროპარლამენტარმა „კურიერთან“ საუბრისას.