ჟოზეფ ბორელიმ რუსეთიდან დიპლომატების გაძევება დაგმო

ევროკავშირის საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჟოზეფ ბორელიმ რუსეთიდან სამი ქვეყნის დიპლომატების გაძევება დაგმო.

ამის შესახებ ბორელის პრესმდივანმა განაცხადა.

“ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა ეს ინფორმაცია დაგმო, ასევე, უარყო ბრალდება მათი აქციებში მონაწილეობის შესახებ. გადაწყვეტილება უნდა გადაიხედოს”, – ნათქვამია განცხადებაში.

ბორელი ხაზს უსვამს, რომ “ევროკავშირი სოლიდარულია და ერთიანია იმ ქვეყნებთან, რომელთა დიპლომატებს შეეხო გადაწყვეტილება”.

მოსკოვმა პოლონეთის, შვედეთისა და გერმანიის დიპლომატების გაძევება იმ მოტივით მიიღო, რომ თითქოს ისინი ნავალნის მხარდამჭერ აქციებში მონაწილეობდნენ, რაც შვედეთის საელჩოში უარყვეს და განმარტეს, რომ მათი წარმომადგენელი 23 იანვარს სანქტ პეტერბურგში მსვლელობას აკვირდებოდა.

აღსანიშნავია, რომ რუსეთის გადაწყვეტილება მოსკოვში ჟოზეფ ბორელის ვიზიტს დაემთხვა. გადაწყვეტილება იმ დროს იყო მიღებული, როდესაც ბორელი და ლავროვი პრესკონფერენციას მართავდნენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები