რა უნდა გაითვალისწინონ სკოლებმა სასწავლო პროცესის დაწყებამდე – მინისტრის მოადგილის კომენტარი

რა უნდა გაითვალისწინონ სკოლებმა სასწავლო პროცესის დაწყებამდე, – თემასთან დაკავშირებით რეკომენდაციებზე ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ ისაუბრა.

მისი თქმით, სწავლის მოდელთან დაკავშირებით არჩევანის საშუალება კერძო სკოლის მოსწავლეების მშობლებს უნდა ჰქონდეთ.

„ის წესები, რომლებიც არის დადგენილი სკოლებისთვის, ერთნაირად შეეხება როგორც კერძო, ასევე სახელმწიფო, საჯარო სკოლებს. ამდენად, რა თქმა უნდა, მისი გათვალისწინება ყველასთვის აუცილებელია“, – განაცხადა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ.

არსებული ინფორმაციით, კერძო სკოლების ნაწილი უარს აცხადებს ე.წ. ჰიბრიდულ მოდელზე გადასვლაზე, რაც გულისხმობს სწავლას როგორც საკლასო ოთახებში, ისე დისტანციურ რეჟიმში.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები