EU Observer: მოსკოვმა ქვეყნიდან, ნავალნის მხარდამჭერ აქციაზე მონაწილეობისთვის, სამი ქვეყნის დიპლომატი გააძევა

მოსკოვმა ალექსი ნავალნის მხარდამჭერ აქციაზე მონაწილეობის გამო გერმანიის, პოლონეთისა და შვედეთის დიპლომატები გააძევა.

ამის შესახებ EU Observer ევროკავშირში წყაროზე დაყრდნობით იტყობინება.

გამოცემის ინფორმაციით, ეს იმ დროს მოხდა, როდესაც მოსკოვში პრესკონფერენციას ევროკავშირის საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში უმაღლესი წარმომადგენელი, ჟოზეფ ბორელი და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, სერგეი ლავროვი მართავდნენ.

მანამდე გახდა ცნობილი, რომ 23 იანვარს შვედი დიპლომატი სანქტ პეტერბურგში მიმდინარე აქციაზე იმყოფებოდა. თუმცა, როგორც საელჩოში განმარტეს, ის მსვლელობას აკვირდებოდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები