200-ლარიანი კომპენსაციის გაცემის მიზნით, შემოსავლების სამსახურში განაცხადების წარდგენა გრძელდება

200-ლარიანი კომპენსაციის გაცემის მიზნით, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურში განაცხადების წარდგენა გრძელდება.

თუ დამსაქმებელი კომპანიების წარმომადგენლებმა იანვრის თვეში თუ ვერ წარმოადგინეს განაცხადები, მათ შესაძლებლობა აქვთ, 22 თებერვლის ჩათვლით ისარგებლონ ამ უფლებით.

,,დღეის მდგომარეობით, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მონაცემთა ბაზაში უკვე 4 800 განაცხადია დარეგისტრირებული.

განაცხადების წარდგენა შესაძლებელია დისტანციურად (1-ელი იანვრიდან ყოველი მომდევნო თვის 20 რიცხვის ჩათვლით, 6 თვის განმავლობაში), მომხმარებლის ავტორიზებული გვერდიდან

https://eservices.rs.ge/Login.aspx?redirect_url=https://eservices.rs.ge/Login.aspx. მოქალაქეთა მომსახურების სერვისცენტრებში მიუსვლელად.

კომპენსაციის გაცემისთვის საჭირო ელექტრონული განაცხადის ფორმის, ონლაინ შევსების წესის შესახებ ვიდეო ინსტრუქცია, ასევე, პასუხები ხშირად დასმულ კითხვებზე შეგიძლიათ იხილოთ შემდეგ ბმულებზე:
https://rs.ge/LawNewsArchive?newsId=159
https://rs.ge/Covid19?cat=7&tab=8 “, – ნათქვამია შემოსავლების სამსახურის ინფორმაციაში.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები