ბრიუსელის ცენტრში ანტირუსული სააგიტაციო პლაკატები გამოჩნდა

ბრიუსელში მეტროსადგურებთან, ასევე, საზოგადოებრივი ტრანსპორტის გაჩერებებზე ანტირუსული ხასიათის სააგიტაციო პლაკატები გამოჩნდა.

აქციის ინიციატორი არასამთავრობო ორგანიზაციაა, სახელწოდებით “არ მისცეთ უფლება ვენესუელა გახდეს შემდეგი”. ორგანიზაციის საიტზე ნათქვამია, რომ მან სამი სხვადასხვა შინაარსის პლაკატი დაბეჭდა, ყველა მათგანში საუბარია რუსეთის მიერ სხვადასხვა ქვეყნების საქმეებში ჩარევაზე.

კერძოდ, მათგან ერთზე ნათქვამია, რომ “2017 წელს რუსი ჯაშუშები მონტენეგროში მთავრობის დამხობას ცდილობდნენ”; მეორეში საუბარია “2014 წლის უკრაინაში რუსულ აგრესიაზე, რომელიც შეჭრით დასრულდა”, და მესამეზე “რუსეთის მიერ 2020 წელს ბელორუსის გაყალბებული არჩევნებისთვის მხარდაჭერა”.

კამპანიის ორაგანიზატორები აცხადებენ, რომ აქცია 8 თებერვლამდე გაგრძელდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები