“ბაიდენის ულტიმატუმი მიუღებელია” – კრემლში აშშ-ის პრეზიდენტს უპასუხეს

კრემლში აშშ-ის პრეზიდენტის რუსეთის მიმართ გაკეთებულ განცხადებას “ულტიმატუმი ტონალობა” მიუღებლად მიიჩნევენ. ამის შესახებ ჟურნალისტებს რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა, დიმიტრი პესკოვმა განუცხადა. ჯო ბაიდენმა სახელმწიფო დეპარტამენტში გამოსვლის დროს განაცხადა, რომ “პრეზიდენტ პუტინს ცალსახად მივანიშნე, რომ, ჩემი წინამორბედისგან განსხვავებით, დღეები, როდესაც აშშ რუსეთის აგრესიული ქმედების გამო უკან იხევდა- ჩავლილია. იქნება ეს ჩვენს არჩევნებში ჩარევა, კიბერთავდასხმები, მოქალაქეთა მოწამვლა. ყოყმანის გარეშე ვაიძულებთ ხოლმე რუსეთს, პასუხი აგოს და ჩვენი მოქალაქეების უფლებებს დავიცავთ”. გარდა ამისა, აშშ-ის 46-ე პრეზიდენტმა მოსკოვს ალექსეი ნავალნის გათავისუფლებისკენ ღიად მოუწოდა. პესკოვის თქმით, “ულტიმატუმის შემცვლელი ტონალობა ჩვენთვის სრულიად მიუღებელია, უკვე ვთქვით, ასეთი ტიპის განცხადებებს, მენტორულ განცხადებებს არ შევისმენთ”.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები