Reuters: კრემლში მზად არიან, აქციების დასაშლელად უფრო მეტი ძალა გამოიყენონ

რუსეთის მთავრობაში ბელორუსში აქციების დაშლის სცენარს ძალიან წარმატებულად აფასებენ და მზად არიან, ქვეყანაში საპროტესტო ტალღის დასაშლელად კიდევ უფრო მეტი ძალა გამოიყენონ, – ამის შესახებ Reuters-ი კრემლთან დაახლოებულ ორ წყაროზე დაყრდნობით წერს.

“ბელორუსის სცენარმა ეფექტურობა აჩვენა. კრემლი მათ ნამდვილად არ დაუჩოქებს. ლუკაშენკომ გაუძლო, მადუროც კარგად არის და ის, რაც ქუჩებში ხდება, ძალიან შორს არის ვენესუელასა და ბელორუსში განვითარებულ მოვლენებისგან”, – ამბობს ერთ-ერთი წყარო.

Reuters-ის ორივე წყარო ამბობს, რომ იანვრის საპროტესტო აქციებზე ძალისმიერ პასუხი “მხოლოდ მოთელვაა”, საკმაოდ რეალისტურია ბევრად მძიმე რეაქცია.

23 და 31 იანვარს, ასევე, 2 თებერვალს რუსეთის ქალაქების უმრავლესობაში ალექსი ნავალნის მხარდამჭერი აქციები გაიმართა, რომლის დროს ძალოვანებმა თითქმის 11 ათასი ადამიანი დააკავეს. აქციების შედეგად 50 სისხლის სამართლის საქმეა აღძრული.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები