ბაიდენი: აშშ რუსეთს “საკუთარი ქმედებებისთვის” პასუხს აგებინებს

“აშშ აიძულებს რუსეთს, საკუთარი ქმედებებისთვის პასუხი აგოს”, – განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა საგარეო პოლიტიკის საკითხზე სახელმწიფო დეპარტამენტში სიტყვით გამოსვლის დროს.

“პრეზიდენტ პუტინს ცალსახად მივანიშნე, რომ, ჩემი წინამორბედისგან განსხვავებით, დღეები, როდესაც აშშ რუსეთის აგრესიული ქმედების გამო უკან იხევდა- ჩავლილია. იქნება ეს ჩვენს არჩევნებში ჩარევა, კიბერთავდასხმები, მოქალაქეთა მოწამვლა. ყოყმანის გარეშე ვაიძულებთ ხოლმე რუსეთს, პასუხი აგოს და ჩვენი მოქალაქეების უფლებებს დავიცავთ”, – თქვა მან.

გარდა ამისა, აშშ-ის 46-ე პრეზიდენტმა მოსკოვს ალექსეი ნავალნის გათავისუფლებისკენ ღიად მოუწოდა.

“ნავალნის პოლიტიკურად მოტივირებული დაკავება და რუსეთის მცდელობა ჩაახშოს შეკრების თავისუფლება – საკითხია, რომელიც ჩვენში და მსოფლიო თანამეგობრობაში ღრმა შეშფოთებას იწვევს”, – აღნიშნა ჯო ბაიდენმა.

მისი თქმით, “ნავალნი სამიზნე იმიტომ გახდა, რომ ის კორუფციის გამოაშკარავებით იყო დაკავებული”.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები