კახა კალაძე: თუ ტრანსპორტში მგზავრი პირბადეს მოიხსნის, ავტობუსი არ დაიძვრება, გამოძახებული იქნება პოლიცია
თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, საზოგადოებრივი ტრანსპორტის ამოქმედებასთან დაკავშირებით სრული მზადყოფნა არსებობს.
„რაც შეეხება რეგულაციებს, დღეს პრემიერ-მინისტრმაც ისაუბრა ამაზე, ძალიან მნიშვნელოვანი იქნება, ვისარგებლოთ პირბადეებით საზოგადოებრივ ტრანსპორტში, როგორც მეტროში, ასევე ავტობუსსა და მიკროავტობუსში. კონტროლი იქნება ისე, როგორ აქამდე. საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობის დროს, თუ ადამიანი შეეცდება, პირბადის გარეშე იმგზავროს ავტობუსით, ავტობუსი არ დაიძვრება და არ გადაადგილდება, გამოძახებული იქნება საპატრულო პოლიცია“, – განაცხადა კახა კალაძემ.
შეგახსენებთ, ორშაბათიდან, 8 თებერვლიდან საქართველოში სრული მასშტაბით ამოქმედდება მუნიციპალური ტრანსპორტი.