ჯანმო-ს ექსპერტს ეჭვი ეპარება, რომ ვირუსი უჰანის ბაზარში გაჩნდა

“უჰანის ზღვის პროდუქტების ბაზარზე კორონავირუსული ინფექციის გავრცელებისთვის ყველა პირობა არსებობს, თუმცა, ეს არ ნიშნავს, რომ ვირუსი სწორად იქ გაჩნდა”, – განაცხადა ჯანმო-ს ექსპერტთა ჯგუფის რუსეთის წარმომადგენელმა, ვლადიმირ დედკოვმა.

“ვიყავით ამ ბაზარში. კარგად არ ვიცნობ ჩინეთის სანიტარულ წესებს, მაგრამ რაც ვნახეთ, რასაკვირველია, ბაზარი სრულყოფილებისგან ძალიან შორს არის. არ არის ფაქტი, რომ ეს იქ მოხდა, ამის არავითარი მტკიცებულება არ არსებობს, რომ სწორედ იქ გაჩნდა, შესაძლოა, სხვა ადგილზე გაჩნდა, თუმცა, ჰიპოტეტურად იქ ვირუსის გავრცელებისთვის ყველა პირობაა”, – თქვა ექსპერტმა.

მისივე თქმით, ბაზარი ამჟამად დაკეტილია, ნაგებობების დემონტაჟი მიდის, თუმცა, ახლაც შეიძლება გაკეთდეს დასკვნა რომ ვირუსი აქედან ვრცელდებოდა.

უჰანის “ჰუანაის” ბაზრობა, სადაც ბოსტნეული, ზღვის პროდუქტები და ველური ცხოველების ხორცი იყიდებოდა, 2020 წლის 1-ელ იანვარს დაიხურა, მას შემდეგ რაც უცნობი ვირუსის აფეთქების კვლევა ჩინელი სპეციალისტები მასთან მიიყვანა. კოვიდ19-ით პირველი ინფიცირებულები სწორედ ამ ბაზარში მუშაობდნენ. თუმცა ამ დრომდე უცნობია, თუ რა როლი აკისრია ვირუსის გავრცელებაში ამ ბაზარს.

ჩინეთში ჯანმო-ს ექსპერტთა ჯგუფი ვირუსის გავრცელებიდან მხოლოდ ერთი წლის შემდეგ ჩავიდნენ, ამის მიზეზი ის არის, რომ პეკინი მათ ჩასვლას ბლოკავდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები