მაია ბითაძე ლუიზა ვინტონს შეხვდა
გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე, მაია ბითაძე გაერო-ს განვითარების პროგრამის (UNDP) მუდმივ წარმომადგენელს საქართველოში, ლუიზა ვინტონს შეხვდა.
მხარეებმა კომიტეტის სამომავლო გეგმებისა და მიმდინარე პრიორიტეტების შესახებ ისაუბრეს. განიხილეს მწვანე ეკონომიკური ზრდისა და ურბანული გარემოს დაცვითი საკითხების გააქტიურების აუცილებლობა პარლამენტის სამომავლო ოთხწლიანი მუშაობის თვალსაზრისით.
„განვსაზღვრეთ ის მიმართულებები, რაშიც გაერო-ს განვითარების პროგრამას შეეძლება კომიტეტის მხარდაჭერა აღმასრულებელ და ადგილობრივ ხელისუფლებას შორის. კომიტეტი იქცეს პლატფორმად მეტი კოორდინაციისთვის – იმისთვის, რომ გამოიყენოს ყველა შესაძლებლობა, რასაც ჩვენი დონორი ორგანიზაციები საქართველოში ახორციელებენ”, – განაცხადა მაია ბითაძემ შეხვედრის დასრულების შემდეგ.