ჯანმო კორონავირუსით გარდაცვალების ერთი კვირის რეკორდულ სტატისტიკას აქვეყნებს

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია 25-31 იანვრის პერიოდში მსოფლიოში კორონავირუსით გარდაცვალების რეკორდულ მაჩვენებელს აქვეყნებს.

კერძოდ, ერთი კვირაში მსოფლიოში ვირუსს 96 364 პირი შეეწირა. თითქმის ნახევარი მოდის ჩრდილოეთ და სამხრეთ ამერიკაზე – 47 277, ევროპაში გარდაცვალების 36 674  ფაქტია.

ამასთანავე, ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ ამავე პერიოდში ინფიცირების მაჩვენებელმა 3 686 110 შეადგინა, რაც 18-24 იანვრის პერიოდთან შედარებით 13%-ით ნაკლებია.

გარდაცვალების მაჩვენებლით უკანასკნელი რეკორდი 18-24 იანვრის პერიოდში გამოვლინდა, როდესაც დაავადებას 95 991 პაციენტი შეეწირა.

რაც შეეხება მსოფლიოში ინფიცირებისა და გარდაცვალების ჯამურ სტატისტიკას, ჯონს ჰოპკინსის ინსტიტუტის სტატისტიკის მიხედვით, პანდემიის დაწყებიდან 103 866 068 პირი დაინფიცირდა, 2 252 923 გარდაიცვალა, ხოლო 57 671 339 განიკურნა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები