დღეიდან რეგულარული ფრენები აღდგა – რა წესების დაცვით შემოვლენ ქვეყანაში ვიზიტორები
ქვეყანაში რეგულარული ფრენები დღეიდან განახლდება და იცვლება შემოსვლის წესები როგორც საქართველოს, ასევე, უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის.
ნებისმიერი ტიპის კოვიდ ვაქცინის სრული კურსის ჩატარების დამადასტურებელი დოკუმენტის ქონის შემთხვევაში, უცხო ქვეყნის მოქალაქეები საქართველოში შემოსვლას უპრობლემოდ შეძლებენ, ხოლო არავაქცინირებულ ვიზიტორებს საზღვარზე ბოლო 72 საათში ჩატარებული PCR-ტესტირების ნეგატიური პასუხის ჩვენება მოუწევთ. ქვეყანაში შემოსვლიდან მესამე დღეს კი მათ განმეორებით PCR-ტესტის ჩატარების ვალდებულება ექნებათ.