“საზოგადოებრივი მაუწყებლის თანამშრომლის სტატუსი მიზღუდავს პოლიტიკურ პროცესებზე მოსაზრებების გამოქვეყნებას, მაგრამ აუცილებლად გავიღებ წილს კარტოგრაფებისთვის გირაოს თანხის შეგროვებაში”

ე.წ. კარტოგრაფების საქმის ფიგურანტების, ნატალია ილიჩოვასა და ივერი მელაშვილის გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებას ჟურნალისტი ირაკლი აბსანძე ეხმაურება.

როგორც იცი სოციალურ ქსელში წერს, კარტოგრაფებისთვის გირაოს თანხის შეგროვებაში აუცილებლად მიიღებს მონაწილეობას.

„საზოგადოებრივი მაუწყებლის თანამშრომლის სტატუსი, ცხადია, მიზღუდავს პოლიტიკურ პროცესებზე მოსაზრებების ჩემ ეთერსგარეთ გამოქვეყნებას, მაგრამ, თუ ვინმემ ითავა, აუცილებლად გავიღებ წილს კარტოგრაფებისთვის გირაოს თანხის შეგროვებაში.

არამგონია, ქალბატონი ილიჩოვასა და ბატონი მელაშვილის ოჯახებმა ათი ათასობით ლარის გადახდა ასე მარტივად შეძლონ,”- წერს აბსანძე.

ცნობისთვის, საქართველოს ტერიტორიების საწინააღმდეგოდ ჩადენილ ქმედებებში ბრალდებული ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა სასამართლოს სხდომათა დარბაზიდან გაათავისუფლეს. მოსამართლე ლელა კალიჩენკომ დაკავებულებს აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობა 20 000 – 20 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ შეუცვალა. ამასთან, სასამართლომ ივერი მელაშვილის თანამდებობიდან გადაყენების შუამდგომლობა დააკმაყოფილა.

მელაშვილმა და ილიჩოვამ გირაოს თანხა 30 დღის ვადაში უნდა გადაიხადონ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები