სოზარ სუბარი: ივერი მელაშვილის განცხადებებმა მკაფიოდ დაადასტურა, რომ დანაშაულში შეგნებით მონაწილეობდა

“ქართული ოცნების” დეპუტატის, სოზარ სუბარის განცხადებით, დავით გარეჯის საქმეზე ბრალდებული ივერი მელაშვილის განცხადებებმა მკაფიოდ დაადასტურა, რომ “დანაშაულში შეგნებით მონაწილეობდა”.

სუბარის თქმით, სრულიად გაუგებარია მელაშვილის ნათქვამი, რომ რუკების მოპოვებით ხელს ვუშლით საქართველოს ინტერესებს.

” წუხელ რაც მოვისმინე ივერი მელაშვილისგან, მკაფიოდ დაადასტურა, რომ შეგნებით მონაწილეობდა ამ დანაშაულში და ეს ყველაზე მკაფიოდ ორმა ადამიანმა თქვა – ივერი მელაშვილმა და კაკო ბობოხიძემ და მთელი დარბაზი ჩემდა გასაოცრად ტაშს უკრავდა. პირადად მე ვიყავი გაოგნებული. ვიცოდი, რომ ორი საქართველო არსებობდა, სააკაშვილის საქართველო და რეალური საქართველო, რომელსაც კვეთა არ აქვს, მაგრამ თუ ასე ბევრნი იყვნენ ადამიანები, რომლებსაც ასე უხარიათ, როდესაც ვინმე იტყვის, რომ გარეჯი საქართველო არაა, ვერ წარმომედგინა. სამწუხარო რეალობაა.

სრულიად გაუგებარია მისი ნათქვამი, რომ რუკების მოპოვებით ხელს ვუშლით საქართველოს ინტერესებს. თუ ის და კაკო ბობოხიძე წინასწარ აღიარებს, რომ ეს არის აზერბაიჯანის ტერიტორია და სადავო არაფერია, გაუგებარია რაზე ვკამათობთ. საკამათო არაფერი ყოფილა. საბედნიეროდ ეს ასე არ არის და ის 200 ათასიანი რუკები, რომელიც ბოლო პერიოდში იქნა მოპოვებული, ისტორიულ სიმართლეს, რაც ისედაც ვიცოდით, მხოლოდ განამტკიცებს”, – განაცხადა სუბარმა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები