იაგო ხვიჩია: ოპოზიციას ბევრი რამ აქვს დასამტკიცებელი, პირველ ყოვლისა, ის, რომ შარზე არაა
“ოპოზიციას ბევრი რამ აქვს დასამტკიცებელი, პირველ ყოვლისა, ის, რომ შარზე არაა”, – ამის შესახებ „გირჩის“ წევრმა, იაგო ხვიჩიამ „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა.
მისი თქმით, მათ ყველაფერი გააკეთეს იმისთვის, რომ პარლამენტი არ შედგეს.
„ოპოზიციას სიმართლისთვის თვალის გასწორება არ უნდა. ხელისუფლებაც მე ასეთი მგონია, მაგრამ სადაც მათ არგუმენტები აქვთ და პრეტენზიები, რომელიც მე დასაბუთებული მგონია, ეს მათ უნდა დავუფასოთ და ვთქვათ, რომ ეს არის არგუმენტია და ამას პასუხი სჭირდება, ამას სჭირდება კონტრარგუმენტი. და ის, რომ მემარცხენე აქტივისტებს, რომლებსაც არ უნდათ სიღრმეში შესვლა და ლოზუნგებით იარლიყს მოგაკერებენ და მერე გლანძღავენ, ასე რომ ვიქცევით, ამას ხედავენ ამერიკელი ფასილიტატორებიც.
ოპოზიციას ბევრი რამ აქვს დასამტკიცებელი, პირველ ყოვლისა, ის, რომ შარზე არაა. ამათმა ყველაფერი გააკეთეს იმისთვის, რომ პარლამენტი არ შედგეს“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.