ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდებიან. ამის შესახებ სასამართლომ გადაწყვეტილება დღევანდელ პროცესზე მიიღო.
მანამდე კი ცნობილი გახდა, რომ პროკურატურა სასამართლოს ბრალდებულებისთვის 30 000-ლარიანი გირაოს შუამდგომლობით მიმართავდა.
13 იანვარს პროკურატურამ დავით გარეჯის საქმეზე ბრალდებულების, ნატალია ილიჩოვასა და ივერი მელაშვილის მიმართ გამოძიება დაასრულა, საქმის არსებითი განხილვა უკვე სასამართლოში გაგრძელდება. 21 იანვარს პროკურატურამ ამავე საქმეზე მოპოვებული ფარული ვიდეო- და აუდიოჩანაწერები გამოაქვეყნა.