მელაშვილისა და ილიჩოვას წინასასამართლო სხდომის პარალელურად, მათი მხარდასაჭერი აქცია-პერფორმანსი მიმდინარეობს

თბილისის საქალაქო სასამართლოსთან, საქართველოს ტერიტორიების საწინააღმდეგოდ ჩადენილ ქმედებებში ბრალდებული ივერი მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვას წინასასამართლო სხდომის პარალელურად, მათი მხარდასაჭერი აქცია-პერფორმანსი მიმდინარეობს.

ადგილზე სამოქალაქო აქტივისტები და პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლები იმყოფებიან.

“მოვედით, რათა სოლიდარობა გამოვუცხადოთ ნატალია ილიჩოვასა და ივერი მელაშვილს. დღეს, 21-ე საუკუნის საქართველოში გვყავს პოლიტიკური პატიმრები და პოლიტიკური ნიშნით დევნილი ადამიანები. ეს საქმე არის საუკეთესო ილუსტრაცია იმის, როგორ შეიძლება, „ქართულმა ოცნებამ“ გაწიროს ნებისმიერი ადამიანი და პატიოსანი საჯარო მოხელე მხოლოდ იმისთვის, რომ ეს აწყობთ საკუთარი პოლიტიკური მიზნებისთვის“, – განაცხადა ერთ-ერთმა აქტივისტმა, ნოდარ რუხაძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები