პაატა იმნაძე: ვაქცინებთან დაკავშირებით ხალხის ნაწილს შეთქმულების თეორიების სჯერა, ამიტომ, მოსახლეობასთან მეტი მუშაობაა საჭირო

“ჩვენი კვლევებით,  22 პროცენტამდე მოსახლეობისა ამბობს, რომ ვაქცინას არასდროს არ გაიკეთებს, 20-მა პროცენტმა ჯერ არ იცის, რას იზამს, 55-დან 60 პროცენტამდე კი დაბეჯითებით ამბობს, რომ ვაქცინაციას ჩაიტარებს”, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანლის მოადგილემ, პაატა იმნაძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „ახალი დღე“ განაცხადა.

მისივე თქმით, ვაქცინასთან დაკავშირებით განსაკუთრებით სოციალურ ქსელებში ბევრი არასწორი ინფორმაცია ვრცელდება.

„ეს ცუდი მაჩვენებელი არ არის, თუმცა, იმდენი რამ ვრცელდება, განსაკუთრებით სოციალურ ქსელებში. ხალხის ნაწილს ამ შეთქმულების თეორიების სჯერა. ეს ძალიან სამწუხაროა, მაგრამ, ისევ და ისევ თქვენი დახმარებით, მეტი მუშაობაა საჭირო მოსახლეობასთან, მეტი განმარტება, ახსნა, თუ როგორი და რა ტიპის ვაქცინებია. ბუნებაში არ არსებობს ძალა, რომ ვაქცინა უკან წავიდეს, ბირთვში შევიდეს და დეენემი შეცვალოს. ბიოლოგიის საფუძვლებს ხომ ყველა არ იცნობს, მაგრამ რაღაცნაირად, ეს ინფორმაცია მოსახლეობამდე უნდა მივიტანოთ“, – განაცხადა პაატა იმნაძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები