პარლამენტთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს

საკანონმდებლო ორგანოსთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. “ევროპული საქართველოს” ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენლები პარლამენტთან ბანერებითა და ბუშტებით მივიდნენ.

ისინი თვლიან, რომ არჩევნები გაყალბებულია და დღევანდელ პარლამენტში შესვლა დაუშვებელია.

“აქცია-პერფომანსი ნიშნავს, რომ ბიძინა ივანიშვილმა 31 ოქტომბერს არჩევნები მოგვპარა. ჩვენ, როგორც ოპოზიციის წარმომადგენლები, მივიჩნევთ, რომ ეს არჩევნები ქართველი ხალხის ნებას არ გამოხატავს”, – აღნიშნა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები