საქართველოში კორონავირუსით კიდევ 19 ადამიანი გარდაიცვალა

საქართველოში, ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 932 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა – 246 459-მდე. ინფორმაცია გამოქვეყნებულია Stopcov.ge-ზე.

მათივე ცნობით, ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 19 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 3 127 პირი ემსხვერპლა.
ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 17 042 ადამიანი, მათ შორის თბილისში – 10 718 პირი, აჭარაში – 859, იმერეთში – 1 586.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები