ლევან კაკავა: 2021 წლის 26 იანვარი კორონავირუსის კრიზისიდან გამოსასვლელად საბაჟო ორგანოების გაერთიანებულ ძალისხმევას ეძღვნება

“2021 წლის 26 იანვარი ეძღვნება საბაჟო ორგანოების გაერთიანებულ ძალისხმევას კორონავირუსის კრიზისიდან გამოსასვლელად”, – ამის შესახებ შემოსავლების სამსახურის უფროსმა, ლევან კაკავამ განაცხადა.

- რეკლამა -

- რეკლამა -

ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, 26 იანვარს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრები მსოფლიოს საბაჟო ორგანიზაციის წევრ 182 საბაჟო ადმინისტრაციასთან ერთად საბაჟოს საერთაშორისო დღეს აღნიშნავენ. 2021 წელს საბაჟოს საერთაშორისო დღე საერთო სლოგანით – ,,საბაჟო ეკონომიკის აღდგენის სამსახურში“ აღინიშნება.

საბაჟოს საერთაშორისო დღე თბილისის გაფორმების ეკონომიკურ ზონაში ონლაინ ფორმატში გაიმართა. მებაჟე ოფიცრებს პროფესიული დღე მიულოცეს ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა, შემოსავლების სამსახურის უფროსმა ლევან კაკავამ, ასევე, სამსახურის უფროსის მოადგილემ ვლადიმერ ხუნდაძემ და საბაჟო დეპარტამენტის უფროსმა მამუკა ჯანგულაშვილმა.

როგორც შემოსავლების სამსახურის უფროსმა აღნიშნა, 2020 წლის განმავლობაში მსოფლიოში COVID-19-ის პანდემიის გავრცელების შედეგად განვითარებულმა მოვლენებმა ძირეულად შეცვალა ხელისუფლების ყველა ორგანოს, მათ შორის, საგადასახადო და საბაჟო ადმინისტრაციების დღის წესრიგი.

„სამსახური პირველივე დღეებიდან აქტიურად იყო ჩართული ვირუსის გავრცელების პრევენციის, პანდემიის შედეგების შემსუბუქებასთან დაკავშირებულ მხარდამჭერ ისეთ მნიშვნელოვან ღონისძიებებში, როგორიცაა: საერთაშორისო ვაჭრობის ხელშეწყობა, მოქალაქეების სოციალური მხარდაჭერა, მეწარმეების დახმარება და ეკონომიკის სტიმულირებასთან დაკავშირებული შეღავათები. მებაჟე-ოფიცრებო, მსურს დიდი მადლობა გადაგიხადოთ თქვენი მაღალი შეგნებისთვის, თავდაუზოგავი შრომისთვის, ასეთ სარისკო და ცვლად გარემოში. განსაკუთრებული მადლობა, მსურს გადავცე ჩვენ თურქ კოლეგას, რომელმაც ვიდეო მიმართვით მიულოცა მებაჟე ოფიცრებს პროფესიული დღე. საგულისხმოა, რომ ბატონ თურაგაისთან ინტენსიური კონსულტაციებისა და მისი მხარდაჭერის შედეგად, 2020 წელს გაიზარდა სახმელეთო საავტომობილო ტრანზიტული გადაზიდვების მაჩვენებელი საქართველოს ტერიტორიის გავლით“, – აღნიშნა ლევან კაკავამ.

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის უფროსმა წლების განმავლობაში ჩამოყალიბებული პარტნიორული ურთიერთობებისთვისსტრატეგიულ პარტნიორებსა და დონორ ორგანიზაციებს მადლობა გადაუხადა.

სამსახურებრივი მოვალეობის ღირსეულად შესრულებისა და მჭიდრო თანამშრომლობისთვის მსოფლიო საბაჟო ორგანიზაციის მიერ დაწესებული ღირსების მოწმობები გადაეცათ საბაჟო დეპარტამენტის 18 მებაჟე ოფიცერს და პარტნიორ უწყებებს (დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი, საგანგებო სიტუაციების კოორდინაციის და გადაუდებელი დახმარების ცენტრი და ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია), ასევე, საბაჟო სისტემის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის ფინანსთა მინისტრის მადლობის სერტიფიკატები გადაეცათ დონორი ორგანიზაციების (აშშ-ს ექსპორტის კონტროლისა და საზღვრის უსაფრთხოების პროგრამა (EXBS) და მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაცია IOM ) წარმომადგენლებს.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები