ლევან ბეჟაშვილი: მოსახლეობის 50% უარს აცხადებს გამოკითხვაში მონაწილეობაზე და პოზიციის დაფიქსირებაზე, სწორედ ამით არის განპირობებული ოპოზიციური პარტიების შემცირებული რეიტინგი
“მოსახლეობის 50% უარს აცხადებს გამოკითხვაში მონაწილეობასა და პოზიციის დაფიქსირებაზე. სწორედ ამით არის განპირობებული ოპოზიციური პარტიების შემცირებული რეიტინგი”, – ასე აფასებს “ნაციონალური მოძრაობის” წევრი, ლევან ბეჟაშვილი NDI-ის კვლევას, რომლის თანახმადაც გამოკითხულთა 31% ამბობს, რომ მის შეხედულებებთან ყველაზე ახლოს დგას „ქართული ოცნება”, ხოლო გამოკითხულთა 5% ამბობს, რომ მის შეხედულებებთან ყველაზე ახლოს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” დგას.
ბეჟაშვილის თქმითვე, კვლევა ნათლად აჩვენებს, რომ ქვეყანაში მძიმე სოციალურ-პოლიტიკური ვითარებაა.
“ყველასათვის ცხადია, რომ ამ ქვეყანაში, საყოველთაო შიშის გათვალისწინებით, სატელეფონო საუბრები არ არის რეპრეზენტაბელური. იმავდროულად, მოსახლეობის 50% უარს აცხადებს გამოკითხვაში მონაწილეობასა და პოზიციის დაფიქსირებაზე. სწორედ ამით არის განპირობებული ოპოზიციური პარტიების შემცირებული რეიტინგი. იმავდროულად, კვლევა ნათლად აჩვენებს, რომ ქვეყანაში მძიმე სოციალურ-პოლიტიკური ვითარებაა. ქვეყანა მიტოვებულია და მთავრობა ვერ ახერხებს ამ პრობლემის მოგვარებასა და საყოველთაო ნიჰილიზმს ასხივებს ეს კვლევებიც”, – აცხადებს ბეჟაშვილი.