NDI: კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 31%-ის პოლიტიკურ შეხედულებებთან ყველაზე ახლოს “ქართული ოცნება” დგას
NDI-ის კვლევის თანახმად, გამოკითხული მოსახლეობის პოლიტიკურ შეხედულებებთან ყველაზე ახლოს მმართველი პარტია “ქართული ოცნება” – 31%-ით დგას.
პარტიების მიმართ დამოკიდებულება კი ასე გადანაწილდა:
“ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” – 5%;
სხვა პარტიები – 9%;
არცერთი პარტია – 25%;
უარი პასუხზე – 24%;
არ ვიცი -5%.
NDI-ის კვლევა 2020 წლის 17-24 დეკემბრის პერიოდში საქართველოს მასშტაბით 2,053 სატელეფონო ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე, ქვეყნის სრულწლოვან მოსახლეობას შორის ჩატარდა (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით).